Accentnews.ge
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

30/01/2022 08:23:07 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 17 265 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 947 ადამიანი, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი. ჯამში ქვეყანაში ვირუსმა 14 945 ადამიანი იმსხვერპლა.

  • ბოლო 24 საათში ჩატარდა 69 190 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 38 203, PCR ტესტით - 30 987.
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 24,95%, ბოლო 14 დღის - 20,01%, ბოლო 7 დღის - 23,24%.
  • სულ აცრილია 2 710 914 ადამიანი, დღიურად აცრილია - 5 156.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 8 980 შემთხვევა,
  • აჭარა – 1 913,
  • იმერეთი – 2 247,
  • ქვემო ქართლი – 870,
  • შიდა ქართლი – 679,
  • გურია – 264,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 944,
  • კახეთი -657,
  • მცხეთა-მთიანეთი – 408,
  • სამცხე-ჯავახეთი – 266,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 146 527 საიდანაც 5 191 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 191, აჭარაში – 735, იმერეთში – 1 089.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 007 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 143, იმერეთში – 304. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 46, იმერეთში – 27. • 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 – თბილისში, 639 – აჭარაში. 139 275 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – ერთი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S