Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "თუ რუსეთი ჩაიდენს იმას, რაც საქართველოს 2008 წელს გაუკეთა, ალიანსი უპასუხებს"

სტოლტენბერგი: "თუ რუსეთი ჩაიდენს იმას, რაც საქართველოს 2008 წელს გაუკეთა, ალიანსი უპასუხებს"

29/01/2022 20:41:44 ევროპა, მსოფლიო

NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინსთან მიმართებაში ჩაიდენს იმას, მანამდე საქართველოში და შემდეგ უკრაინაში ჩაიდინა, ამას NATO უპასუხებს.

როგორც სტოლტენბერგმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთს უკრაინაში შეჭრა ძვირად დაუჯდება და ეს ეკონომიკურ სანქციებში გამოიხატება. ამასთან, მიანიშნა, რომ უკრაინული არმია ახლა ბევრად უკეთესადაა მომზადებული, ვიდრე 2014 ში და აღმოსავლეთ ფლანგზე NATO–ს უფრო მეტი ჯარისკაცი ჰყავს:

„რაც უფრო მეტ აგრესიას ვნახავთ უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან, მით მეტ ჯარისკაცს გადასხამს NATO აღმოსავლეთ ნაწილებში, ჩვენი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა (მანამდე კონტიგენტი არ გვყოლია აღმოსავლეთ ფლანგზე), ჩვენს საზღვრებთან – ბალტიისპირა ქვეყნებში გადავსხით ჯარები, ასევე გავზარდეთ ჩვენი რაოდენობა პრიბალტიკაში და შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გასაგები გახდეს, რომ თუ რუსეთი იზამს რაიმე ისეთს, რაც მან უკვე გაუკეთა საქართველოს 2008 წელს და იქამდე, 2014 წელს – უკრაინას, მაშინ მთელი ალიანსი ამას უპასუხებს. თუ დაზარალებული იქნება ნატოს ქვეყანა, მაშინ ამოქმედდება მეხუთე მუხლი. მიზეზი, თუ რატომ გადავსხით ჩვენ შეიარაღებული ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოიყენა სამხედრო ძალა უკრაინისადმი 2014–ში, თუ რუსეთი კვლავ შეეხება უკრაინას, NATO აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ უფრო მეტ ძალებს გადასხამს“.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO–ს ჯარისკაცები ალიანსის ტერიტორიაზე იმყოფებიან და NATO–ს არ აქვს გეგმა, ისინი უკრაინაში გადასხას.

მისი თქმით, უკპარინა მნიშნელოვანია პარტნიორია, მაგრამ არაა ალიანსის წერი:

"ჩვენ მას მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ გვაქვს გეგმაში, სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე გადავსხათ".

გემდივანმა რუსეთის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში აღნიშნა, რომ ქვენების უფლებაა, მიიღონ გადაწყვეტილება. მისივე თქმით, სადღეისოდშვეიცარია NATO–ს წევრობისკენ არ იღწვის, თუმცა ალიანსის წევრებს მოუწოდა, არ დასთანხმდნენ რუსეთის მოთხოვნებს, რადგან ქვეყნებს სურთ, მსგავსი შესაძლებლობა დაიტოვონ და "კარი ღია დარჩეს":

"ქვეყნებს არ სურთ, რომ მსხვილი ქვეყნები წყვეტდნენ, რა უნდა ქნან მეზობლებმა".

მისივე თქმით, NATO–ს მშვიდობა სურს და არა ახალი შეიარაღებული კონფლიქტი ევროპაში და ეს არც რუსულ ხალხს სურს.

"ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის",– დასძინა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S