Accentnews.ge
რუსეთის მოსახლეობის რაოდენობამ 700 ათასით იკლო

რუსეთის მოსახლეობის რაოდენობამ 700 ათასით იკლო

29/01/2022 20:10:05 მსოფლიო

რუსეთის მოსახლეობამ 2021 წელს ნახევარ მილიონზე მეტით იკლო, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად COVID-19-ს მიიჩნევენ. იანვარში რუსეთის მოსახლეობა 145,5 მილიონს შეადგენდა, რაც თითქმის 700 ათასით ნაკლებია, ვიდრე შარშან ამ დროს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკურმა სამსახურმა „როსსტატმა“.

როგორც პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ თქვა, მოსახლეობის კლების მთავარი მიზეზია COVID-19.

კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონის“ ფართო გავრცელების ფონზე უკანასკნელ დღეებში რუსეთში დაავადებასთან დაკავშირებით რამდენიმე სარეკორდო მაჩვენებელი აღინიშნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S