
უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს
28/08/2019 08:29:54 სხვა, მსოფლიო
უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი რაისა ბოგატირიოვა დააკავეს. ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისებას ედავებიან.
ცნობისთვის: რაისა ბოგატირიოვა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის თებერვლის ბოლომდე იყო.