ყაზახეთის პრეზიდენტმა ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა
28/01/2022 14:41:08 მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თავისი წინამორბედი – ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა მმართველი პარტიის „ნურ-ოთანის" თავმჯდომარის პოზიციაზე.
პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს 28 იანვარს, პარტიის ყრილობაზე ნაზარბაევის მითითებით.
მართალია, ნაზარბაევმა 30 წლიანი მმართველობის შემდეგ – 2019 წელს განაცხადა ქვეყნის მეთაურის პოსტიდან წასვლის თაობაზე, თუმცა ინარჩუნებდა გავლენას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ყაზახეთში ანტისამთავრობო გამოსვლებამდე იკავებდა უშიშროების საბჭოს მუდმივი თავმჯდომარის, ყაზახი ხალხის ასამბლეის ლიდერის, მმართველი პარტიის მეთაურის პოზიციებს.
ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ თანამდებობა დაკარგა ნაზარბაევის ახლო გარემოცვის, მათ შორის ოჯახის ბევრმა წევრმა. თანად ნაზარბაევი ჯერ–ჯერით ერის მეთაურის უფლებამოსილებებს ინარჩუნებს.


