Accentnews.ge
ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ

ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ

18/05/2019 12:11:54 სხვა, საზოგადოება, რეკლამა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ  ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მდგრადი განვითარების კონცეფციის წარმოშობა და მისი გარემოსდაცვითი ასპექტები. გაეცნენ ეკოსისტემურ სერვისებს, მისიის შეფასების მეთოდებს  და ასევე მათი მდგრადი მართვის მნიშვნელობას. 

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ჯგუფური სამუშაო შეასრულეს და ეკოსისტემური სერვისების მდგრადი გამოყენების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ლექციის დასასრულს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით ვიქტორინაში. ვიქტორინის გამარჯვებული გუნდი კი სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდა. 

შეხვედრა პროექტის - “ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში”- ფარგლებში გაიმართა, რომელსაც  ,,სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი“, ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“  ერთად სამცხე-ჯავახეთის მხარეში ხორციელდება. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S