
თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
28/01/2022 07:10:35 საზოგადოება
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, გარდაიცვალა 30 პციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 412 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 799 PCR ტესტით.
27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 17.88% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.10%.
- თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა,
- აჭარა – 1 523,
- იმერეთი – 2 219,
- ქვემო ქართლი – 780,
- შიდა ქართლი – 775,
- გურია – 240,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 865,
- კახეთი – 683,
- მცხეთა-მთიანეთი – 289,
- სამცხე-ჯავახეთი – 388,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 125 410 საიდანაც:
4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 048, აჭარაში – 686, იმერეთში – 1 039. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 127, იმერეთში – 275. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 49, იმერეთში – 27.
2 143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 – თბილისში, 661 – აჭარაში.
118 373 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 4.