Tesla თურქეთში შევიდა
27/01/2022 18:20:49 მსოფლიო
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla თურქეთში შევიდა: ქვეყანაში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა და 3,72 მლნ დოლარის კაპიტალდაბანდება მოხდა.
როგორც განიმარტა, კომპანიის უახლოეს გეგმაშია სადილერო ცენტრის გახსნა, რათა გაყიდოს ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ოთხივე მოდელი (Model 3, Y, S და X) და ამავდროულად გამართოს დამტენი ქსელური სადგური Supercharger, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მეზობელ ბულგარეთს, სერბეთს და რუმინეთს.
ცნობისთვის: თურქეთში ელექტრომობილების გაყიდვები მნიშვნელოვნად იზრდება. გასულ წელს ქვეყანაში 4 ათასამდე ელექტრომობილი გაიყიდა, მაშინ როცა 2020 წელს 1600. ჯამში ქვეყანაში 7-8 ათასი ელექტრომობილია რეგისტრირებული.


