Accentnews.ge
შეიქმნა უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია, რომელზეც ხელის მოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია

შეიქმნა უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია, რომელზეც ხელის მოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია

27/01/2022 17:00:44 საზოგადოება

სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია გავრცელდა, რომლის ავტორიც პარტია "დროაა". პეტიციის ტექსტი დროას მიერ დღეს წარდგენილ რეზოლუციას ემთხვევა და მასზე ხელის მოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

"ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე;

ასევე ვაცხადებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მივიჩნევთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი;

მივიჩნევთ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ასევე, ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა;

სოლიდარობას ვუცხადებეთ მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს", - წერია პეტიციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S