
„რუსთავი 2“ ბაზარზე „GDS“ გახდა. გაგრძელებაც ნანახი გვაქვს: გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები“
27/08/2019 18:44:04 ციტატა
„R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია? ხო მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხო ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.
ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ). მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია“.
ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.