Accentnews.ge
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მათ შორის სასულიერო პირებს მოუწოდა, "ჭკვიანად იყვნენ"

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მათ შორის სასულიერო პირებს მოუწოდა, "ჭკვიანად იყვნენ"

27/01/2022 12:19:32 საზოგადოება

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ბოდბის მონასტერში ქადაგებისას სასულიერო და საერო პირებს მოუწოდა, რომ "ჭკვიანად იყვნენ" და "ზედმეტად ნურავის დაცვას" შეეცდებიან.

"სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ და ორ კაცს ნუ გააყოლებენ. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი?! თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო აბა რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული, უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა?! ამიტომ გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ. [...]

ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ. რაღაც პერიოდი მოვითმენთ, არავის არ ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას. შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც. სხვები რომ ლაპარაკობენ თქვენ გგონიათ იციან რა არის შერიგება?! არ იციან რა არის შერიგება, შერიგება ხდება სხვანაირად.

მე მჯერა, რომ აუცილებლად მოხდება შერიგება ისე, რომ ღირსებაშელახული არავინ დარჩება. დღეს ძალიან ბევრი ღირსებაშელახულად თვლის თავს, ეს უნდა ვიცოდეთ. თუ შენდობაა, სათხოვარი ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ, ყველა ვართ დამნაშავეები, ვიღაცებს რაღაცის უფლება მივეცით, დროზე არ გავაჩერეთ, აკეთეს ისეთი რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან, ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი,"- აცხადებს ეპისკოპოსი იაკობი.

ეპისკოპოსს სავარაუდოდ, მხედველობაში აქვს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. ხოლო სასულიერო პირებზე აქცენტირებისას, სავარაუდოდ, მიანიშნებს მეუფე ნიკოლოზზე. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იმ მცირერიცხოვან სასულიერო პირებს შორის არის, რომელთაც სააკაშვილი ციხეში მოინახულეს.

მან 13 ოქტომბერს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ "საყოველთაო შერიგების" აუცილებლობაზე ისაუბრა და სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა.

მოგვიანებით მან ხელისუფლებას შესთავაზა, სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S