Accentnews.ge
კანადა უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს

კანადა უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს

27/01/2022 09:02:23 ევროპა, მსოფლიო

კანადა უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს. ამის შესახებ პრმეიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

კანადის ხელისუფლება გეგმავს, რომ სასწავლო მისია UNIFIER, რომელიცუკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, გამოცდილების გაცვლითა და ერთობლივი სამხედრო სწავლებებით, კიდევ სამი წლით გახანგრძლივდეს, ხოლო სამხედროების რაოდენობა ორჯერ – 400-მდე გაზარდოს.

გარდა ამისა, კიევი მიიღებს არალეტალურ იარაღს, სადაზვერვო მონაცემებსა და დახმარებას კიბერთავდასხმების დროს და 39 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას.

"კანადა რჩება უკრაინის მეგობრად და გააგრძელებს უკრაინის მთავრობასთან და რეგიონში სხვა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობებს", - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მან მოუწოდა რუსეთს, შეამციროს დაძაბულობა და ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში სიტუაციის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S