Accentnews.ge
გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 17 000–ზე მეტი შემთხვევა

გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 17 000–ზე მეტი შემთხვევა

27/01/2022 06:45:00 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება 26 იანვრის მაჩვენებელს, როდესაც გამოვლინდა ინფიცირების 17 530 შემთხვევა. კერძოდ, გასული დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფექცია 17 484 პირს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 3 699 ადამიანი, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი. ჯამში ვირუსმა ქვეყანაში 14 840 ადამიანი იმსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 73 250 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 44 185, PCR ტესტით - 29 065.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 23,87%, ბოლო 14 დღის - 16,51%, ბოლო 7 დღის - 20,58%

სულ აცრილია - 2 686 220, დღიურად აცრილია - 8 630 ადამიანი.

ცნობისთვის: მეორე კვირაა, საქართველოში მკვეთრად იმატებს ინფიცირების შემთხვევები, რასაც სპეციალისტები „ომიკრონის“ ტამის ცირკულაციას უკავირებენ.

ამ ვითარებაში ეფექტურ საშუალებად განიხილება „ბუსტერიზაცია“ და პირბადის გამოყენება ხალხმრავალ ადგილებში.

იხილეთ ასევე: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კოვიდ–ინფიცირებულთან გვქონდა კონტაქტი – NCDC-ს ინსტრუქცია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S