Accentnews.ge
ნეაპოლში დაკარგული ქართველი ემიგრანტი იპოვეს

ნეაპოლში დაკარგული ქართველი ემიგრანტი იპოვეს

26/01/2022 14:34:12 საზოგადოება

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგული 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი ნაპოვნია. ინფორმაციას ადასტურებს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე ახალგაზრდა ქალის ოჯახი, თუმცა ამ ეტაპზე გაურკვეველია, სად იყო გაუჩინარებული და რატომ ჰქონდა ტელეფონი გამორთული.

იტალიაში მცხოვრები მაკა ხაჩოშვილი ყვება, რომ მას დღეს სოციალურ ქსელში დაუკავშირდა მუნიციპალური პოლიციის თანამშრომელი (ხაჩოშვილს სოციალურ ქსელში სალომეს შესახებ ინფორმაცია და ფოტო ჰქონდა იტალიურ ენაზე გამოქვეყნებული), რომელმაც შეატყობინა, რომ სალომე ტეტუნაშვილი ქალაქ ნეაპოლში, ქუჩაში ნახა და რომ ის მის გვერდით იმყოფება და მისამართიც მიაწოდა:

„სალომეს ტელეფონი მიაწოდა. ველაპარაკე, დამიდასტურა, რომ ნამდვილად სალომეა. არეული ჩანდა. ვერ ხვდებოდა, რატომ ეძებდნენ“.

27 წლის სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლში, ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. ის 22 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 10 საათისთვის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დედამ რამდენიმე საათში, სწორედ იმ ოჯახისგან შეიტყო, სადაც სალომე მუშაობდა.

25 იანვარს, ღამით, სამძებრო სამუშაოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით, ქალაქ ნეაპოლში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. რამდენიმე ათეული ემიგრანტი სწორედ იმ სახლთან შეიკრიბა, სადაც სალომე ტეტუნაშვილი მუშაობდა.

26 იანვარს, საქართველოს საელჩომ იტალიაში, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საკონსულოს მოთხოვნით, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

სალომე ტეტუნაშვილი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არის. სალომე იტალიაში წასვლამდე სოფელ თელაში ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ სალის მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, დედა-შვილი კი იტალიაში დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა და ისინი სხვადასხვა ოჯახში მუშაობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S