
„ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ძალოვანმა მაღალჩინოსნებმა საქმეში „კრიმინალური ავტორიტეტები“ ჩართეს“
26/01/2022 11:22:50 საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორში ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალოვანები „კრიმინალურმა ავტორიტეტებმა“ შეარიგეს.
კერძოდ, პარტიის ცნობით, სუს–ისა და შსს–ს ადგილობრივი განყოფილებების მაღალჩინოსნები დღესასწაულს 15 იანვარს რესტორან „ჟოზეფში“ აღნიშნავდნენ და სწორედ ამ სუფრაზე მოხდა კონფლიქტი.
„კონფლიქტი იმდენად გაღრმავდა, რომ ფიზიკურ დაპირსპირებამდე მივიდა საქმე“,– ყვება ენმ–ის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი ანა ბალიაშვილი და პოლიციელთა მხრიდან საჯარო სივრცეში მსგავს ქცევას სამარცხვინოს უწოდებს. მაგრამ ის კიდევ უფრო სამარცხვინოს უწოდებს მოვლენებს, რომელიც მისი ცნობით, შემდეგომ განვითარდა: ძალოვანებმა ერთმანეთთან ურთიერთობის გასარკევად „კრიმინალური ავტორიტეტები“ – „გოგლიკა“ და „ჩორნა“ გამოიძახეს.
„სამარცხვინოა, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობის გასარკვევად და შესარიგებლად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები სჭირდებათ“,– დასძენს ბალიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ინციდენტში ჩართულნი იყვნენ შიდა ქართლის სამხარეო პოლიცის უფროსი ილია კვაღინიძე, მისი მოადგილე ლექსო სუხიშვილი, დეტექტვების სამმარველოს უფროსი შალვა ჯინიყაშვილი, საპასტრულო პოლიციის უფროსის მოადგილე დავით მჟავია.
ენმ–ში მიაჩნიათ,რომ საქმე ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიძიოს.
რესტორან „ჟოზეფში“ ინციდენტს არ ადასტურებენ.