Accentnews.ge
დაკარგული ემიგრანტი - რას ამბობს საქართველოს საელჩო იტალიაში

დაკარგული ემიგრანტი - რას ამბობს საქართველოს საელჩო იტალიაში

26/01/2022 09:45:38 საზოგადოება

საქართველოს საელჩო იტალიაში 5 დღის წინ დაკარგულ 30 წლის სალომე ტეტუნაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, იტალიის ქ. ნეაპოლში საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა, აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

"ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს" - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S