Accentnews.ge
კალაძემ მეტროს სადგურ "ვარკეთილიდან" გარემოვაჭრეების გადაყვანის დავალება გასცა

კალაძემ მეტროს სადგურ "ვარკეთილიდან" გარემოვაჭრეების გადაყვანის დავალება გასცა

26/01/2022 09:44:00 საზოგადოება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროს სადგურ "ვარკეთილთან" გარე ვაჭრობის გამო ქვეითად გადაადგილების პრობლემაა და ამის გამო სამგორის რაიონის გამგებელს მათი გადაყვანის საკითხზე მუშაობა დაავალა.

"ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის" ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, თემა ეხება გარე მოვაჭრეებს, რომელთაც დაკავებული აქვთ ტროტუარი", - თქვა მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს, 26 იანვარს.

მისი თქმით, მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები:

"დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა. დაეხმარეთ სავაჭრო სივრცეების დირექციასთან კომუნიკაციაში, რომ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეში განაგრძონ".

კალაძემ გარემოვაჭრეების გადაყვანის გარდა, თბილისის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს მეტროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - ტროტუარის, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების მოწყობა და გამწვანება დაავალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S