Accentnews.ge
თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჩაინიშნა

თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჩაინიშნა

26/01/2022 07:16:11 საზოგადოება

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჩანიშნა.

როგორც ავიაკომპანიის "ფეისბუქ"–გვერდზე განმარტავს, ფრენა 28 იანვარს შესრულდება.

პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები ოფიციალურად არ აღდგენილა, თუმცა პასუხი არ აქვს კითხვაზე, რატომ დაინიშნა რეისი.

განახლება

ავიაკომპანია–ში აცხადებენ, რომ ერთჯერადი ჩარტერული რეისი შესრულდება და ამ დროისთვის ყველა ბილეთი გაყიდულია, სწორედ ამიტომ წაიშალა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც საუბარი ხსენებულ რეისზე.

შეგახსენებთ, რომ კრემლის ლიდერის გადაწყვტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ანტისაოკუპაციო აქციები. უშუალოდ აქციების კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი წევრის პარლამენტში ვიზიტი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსება.

მას შემდეგ რუსეთის საგარეო უწყება და პოლიტკური ისტებლიმენტი ხშირად ასახელებდნენ ფრენების აღდგენის პირობებს. ერთ–ერთი უკანასკნელი განცხადბა რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ, დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის, ფონზე 21 იანვარსაც გამოაქვეყნა და რომელშიც პირობები კვლავ დაასახელა:

„საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ საფრთხის გაქრობაზე. არ შეგვიძლია სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უგულებელყოფაც. რუსეთი იძულებული იყო შემოეღო ხსენებული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილ პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.

ამასთან, უწყება ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზეც მიუთითებს და საქართველოსგან „გაწონასწორებული პოლიტიკის წარმოების“ იმედი აქვს:

„ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიზნების ერთგული - ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია. თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან გაკვეთილებს გამოიტანს და რუსეთთან მიმართებით მეტად გაწონასწორებულ პოლიტიკას აწარმოებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S