Accentnews.ge
თბილისში უკვე 48 ბაღი დაიხურა

თბილისში უკვე 48 ბაღი დაიხურა

25/01/2022 10:32:16 საზოგადოება

თბილისის საბავშვბო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, დედაქალაქში 48 ბაღია დახურული.

მათივე ინფორმაციით, სრულად დაკეტილი ბაღების გარდა, დახურულია ცალკეული ბაღების 115 ჯგუფი.

ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, კორონავირუსით დაინფიცირებულია 206 თანამშრომელი და 83 აღსაზრდელი.

ცნობისთვის: ქვეყანაში მეორე კვირაა, მკვეთრად იმატებს კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა, დღეს ამ მიმართულებით მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა ერთ დღეში ინფიცირების 15 762 შემთხვევის გამოვლენით.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 87 609 აქტიური შემხვევაა გამოვლენილი, თუმცა NCDC–ში ვარაუდობენ, რომ რეალურად ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებული გამოვლენილზე 3–4–ჯერ მეტია.

სადღეისოდ 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 963 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S