Accentnews.ge
კრემლმა ნავალნი და მისი მოკავშირეები ტერორისტებსა და ექსტრემისტებს გაუთანაბრა

კრემლმა ნავალნი და მისი მოკავშირეები ტერორისტებსა და ექსტრემისტებს გაუთანაბრა

25/01/2022 09:49:52 მსოფლიო

რუსეთმა პატიმრობაში მყოფი ოპოიზოციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი (რომელიც კრემლს კორუფციაში ამხელდა) და მისი რამდენიმე მოკავშირე – ლიუბოვ სობოლი, ვიაჩესლავ გიმადი, გეორგი ალბუროვი, ლილია ჩანიშევა, რუსლან შავედინოვი "ტერორისტების და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა.

მანამდე აღნიშნულ სიაში მოხვდნენ ნავალნის მოკავშირები – ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი.

რუსეთის კანონების თანახმად, სიაში შეყვანილი ინდივიდების საბანკო ანგარიშები დაუყოვნებლივ უნდა გაიყინოს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ შარშან ნავალნისთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია ექსტრემისტულად გამოაცხადა, რითიც ნავალნის და რუსეთის მასშტაბით მოქმედ მისი მომხრეების ქსელს წინაღობა შეუქმნა საჯარო სამსახურებში მუშაობისთვის.

გადაწყვეტილება ასევე ითვალისწინებს შესაძლო ხანგრძლივ პატიმრობას აქტივისტებისთვის, ვისაც ამ ორგანიზაციებთან აქვთ ნამუშევარი.

თავად ნავალნი 2021 წლის თებერვლიდან იმყოფება ციხეში. ის გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც მკურნალობდა "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, რაც, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებით იყო განხორციელებული. კრემლი მსგავს კავშირს უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S