Accentnews.ge
საკოორდინაციო საბჭო ახალ შეზღუდვებზე უარს ამბობს

საკოორდინაციო საბჭო ახალ შეზღუდვებზე უარს ამბობს

25/01/2022 09:08:43 საზოგადოება

ქვეყანაში მეორე კვირაა, მკვეთრად იმატებს კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა, დღეს ამ მიმართულებით მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა ერთ დღეში ინფიცირების 15 762 შემთხვევის გამოვლენით, თუმცა საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ახალ შეზღუდვები ამ ეტაპზე არ წესდება.

ამჟამად საქართველოში მოქმედებს რამდენიმე სავალდებულო წესი: პირბადის ტარების აუცილებლობა და გასართობ თუ კვების ობიექტებში კოვიდ–პასპორტის წარდგენის სავალდებულოობა.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სამედიცინო სექტორიდან განმარტეს, რომ შეზღუდვების აუცილებლობა ჯანდაცვის სექტორზე წნეხის შემსუბუქების მიზნით დგება, ამ ემთხვევაში კი კლინიკურ სექტორზე დატვირთვა არაა.

"შემთხვევების მატება უკავშირდება "ომიკრონს", რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და იმავე ქვეყნებიდან გამომდინარე მთავარი დასკვნა აქ არის ის, რომ "ომიკრონის" მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის და დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე არ იწვევს... ბოლო ხუთი დღის განმავლობაში შემთხვევების დრამატული მატების მიუხედავად, [დატვირთვა] კლინიკურ სექტორში არ გვაქვს", - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

NCDC-ს ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციი, ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზებულ კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობაში, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კორონავირუსის „დელტა“ შტამი ფიქსირდება.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 87 609 აქტიური შემხვევაა გამოვლენილი, თუმცა NCDC–ში ვარაუდობენ, რომ რეალურად ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებული გამოვლენილზე 3–4–ჯერ მეტია.

სადღეისოდ 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 963 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S