Accentnews.ge
მოქალაქეთა ნაწილი "ბუსტერ"–ის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ

მოქალაქეთა ნაწილი "ბუსტერ"–ის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ

25/01/2022 07:43:57 საზოგადოება

ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამასთან, არსებული წახალისების პროგრამა, გახანგრძლივდება ერთი თვით.

"50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით", - თქვა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S