
„მწამებელი სისტემა“ – პოლიციელის მიერ მოქალაქის სასტიკად ცემის ფაქტს „ქართული ოცნების“ ოფისთან და შსს–სთან აპროტესტებენ
24/01/2022 17:13:13 საზოგადოება
პოლიციელის მიერ მოქალაქის სასტიკად ცემის ფაქტს აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან აპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
მათ თქმით, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და სწორედ ამიტომ ძალადბენ პოლიციელები მოქალაქეებზე.
„როდესაც ლუკა სირაძის დამკითხველს ციხიდან უშვებენ, როდესაც დემურ სტრუას თვითმკვლელობის გამო პასუხს არავინ აგებს, პოლიციელები თავს უფლებას აძლევენ, მოიქცნენ ისე, რაც კადრებში ვახეთ, რადგან იციან, რომ მათ ამისთვის არავინ დასჯით. თუ ამ სისტემას არ დავანგრევთ ორი გზა რჩება: ან სისტემის მსხვერპლი უნდა გახდები, ან უნდა გაიქცე ამ ქვეყნიდან“,– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მოქალაქემ.
რას შეეხება შსს–ს განცხადებას, ისინი მოქალაქეების დაცინვად და თვალის ახვევის მცდელობად აფასებენ.
აქტივისტები შსს–ს შენობასთანაც არიან შეკრებილნი. მათ შორის არიან შშმ პირების მშობლები:
„ბავშვი გვიცემეს, რომელიც ჯერ ერთი, რომ იყო არასრულწლოვანი, მეორე – ცხოვრობდა ქუჩაში და მესამე – ვერ მეტყველებდა“.
აქცია სპონტანურად დაორგანიზდა, რადგან თავად ძალადობის ამსახველი კადრები დღის მეორე ნახევარში გაავრცელა „ტვ პირველმა“.
ჩანაწერში ისმის, რომ ახალგაზრდა კაცის თანმხლები პირები ცდილობენ, პოლიციას განუმარტონ, რომ მათი სამიზნე ყრუ–მუნჯია და რომ მათ კითხვებს ვერ უპასუხებს.
„ვერ ლაპარაკობს და როგორ გიპასუხებდათ?“– ეკითხება შშმ პირის თანმხლები პოლიციელებს.
"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ეუბნება პოლიციელი მოქალაქეს, ახალგაზრდა ოთახში შეჰყავს და მასზე ფიზიკურად ძალადობს.
საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.