
ტყვეობიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს
24/01/2022 15:23:19 საზოგადოება
ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს 22 იანვარს დაკავებული მოქალაქე გადასცეს,– იუწყება ე.წ. უშიშროების კომიტეტი.
„22 იანვარს ცხინვალის სამხრეთ ნაწილში, სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის, რესპუბლიკის სასაზღვრო ნაწილის წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლევან მაყაშვილი, 1981 წელს დაბადებული, მცხოვრები ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში. გამოკითხვის დროს დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ გამოუვალი სოციალური მდგომარეობის გამო გადადგა ეს ნაბიჯი“, - ვკითხულობთ დე ფაქტო უყების განცხადებაში.
პრესსამსახური აზუსტებს, რომ მაყაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამის გამო 24 იანვარს იგი ქართულ მხარეს გადასცეს.
საქართველოს მოქალაქის გადაცემის ფაქტი უკვე დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.