Accentnews.ge
"შემოთავაზება არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების მექანიზმს" – დევნილებმა აქცია გამართეს

"შემოთავაზება არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების მექანიზმს" – დევნილებმა აქცია გამართეს

24/01/2022 10:34:58 საზოგადოება

თბილისის ზღვაზე მდებარე ყოფილი სანატორიუმ "ქართლში" მაცხოვრებელმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს და ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

დევნილები კვლავ განმარტავენ, რომ შენობა, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, ამორტიზებულია, საფრთხის შემცველია, ცვივა ბათქაში და დაზიანებულია საძირკველი. შექმნილ ვითარებაში, დევნილები მიუთითებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზება პრობლემის მოგვარების მექანიზმს არ წარმოადგენს და სამუშაო ფორმატში დიალოგის გაგრძელებას და შეხვედრის​ ჩანიშვნას ითხოვენ.

ამასთან, დევნილები უწყებას გამოსავლის საკუთარ გზებსაც სთავაზობენ. კერძოდ, ითხოვენ, გაიზარდოს ის თანხაც, რასაც სახელმწიფო დევნილების მიერვე მოძიებულ ბინებში გადაიხდის.

სანატორიუმ "ქართლის" მცხოვრებლები განცხადებაზე პასუხს ხვალ საღამომდე ელოდებიან.

"თქვენი უწყების მხრიდან წარმოდგენილი შემოთავაზება არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების რეალურ მექანიზმს. ამიტომ, ჩვენ სანატორიუმ "ქართლის“ მცხოვრებლები გამოვდივართ შემხვედრი წინადადებით, გთავაზობთ გამოსავლის გზებს და მოვითხოვთ შემდეგს:

1. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უმოკლეს ვადაში, თბილისში, უკვე აშენებულ კორპუსებში მოახდინოს ბინების შესყიდვა სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ყველა მოსახლისთვის და გადმოგვცეს, ან

2. შეიქმნას რეალური მექანიზმი, რომ დევნილებმა შევძლოთ ბინების შესყიდვა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი:

ა) ბაზარზე ბინის საფასურის მოკვლევის საფუძველზე, კვადრატული მეტრის ფასი გაიზარდოს მინიმუმ 650 დოლარის ექვივალენტამდე ლარში.

ბ) თანხა ჩაირიცხოს ბინის მიმღები დევნილის ანგარიშზე და გაიყინოს შეძენამდე.

ზემოთ აღნიშნულის რეალიზებისთვის, გთავაზობთ სამუშაო ფორმატში დიალოგის გაგრძელებას და შეხვედრის ჩანიშვნას 25 იანვრის დღის ბოლომდე. ჩვენი მხრიდან სამუშაო ჯგუფში შევლენ: სანატორიუმ „ქართლის“ 4 მაცხოვრებელი, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი, იურისტი,“ - წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: „აქვთ ორი ალტერნატივა“ – ღარიბაშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების პროტესტს ეხმიანება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S