Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა

კოვიდ–ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა

24/01/2022 08:30:23 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვიდ–ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების ფონზე.

"პროტოკოლი შეიცვალა: მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება წლამდე ასაკი ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები – ძლიერი ხველა, სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას,"- აცხადებს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ გასული 24–საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 550 ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო ერთი კვირაა, საქართვლოში მკვეთრად იმატებს კოვიდ–ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რასაც სპეციალისტები ქვეყანაში „ომიკრონის“ ფართო გავრელებას უკავშირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S