Accentnews.ge
მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრი კოვიდ–ინფიცირებულია

მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრი კოვიდ–ინფიცირებულია

24/01/2022 08:06:55 საზოგადოება

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კერძოდ, ინფიცირებულები არიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. შესაბამისად, ისინი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასული 24–საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 550 ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო ერთი კვირაა, საქართვლოში მკვეთრად იმატებს კოვიდ–ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რასაც სპეციალისტები ქვეყანაში „ომიკრონის“ ფართო გავრელებას უკავშირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S