
საქართველოში 70 000–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული ბინაზე რჩება
24/01/2022 06:57:16 საზოგადოება
ბოლო ერთი კვირაა, საქართვლოში მკვეთრად იმატებს კოვიდ–ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რასაც სპეციალისტები ქვეყანაში „ომიკრონის“ ფართო გავრელებას უკავშირებენ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 24 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 77 049 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 4 618 პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ხოლო 70 370 მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
ამ ეტაპზე მძიმეა 987 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 273 ხელოვნური სუნვის აპარატზე იმყოფება.
მაღალია დადებითობის მაჩვენებელი. კერძოდ: დღიური - 22,65%, ბოლო 14 დღის - 13,08%, ბოლო 7 დღის - 16,61%.
შეგახსენებთ, რომ გასული 24–საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 550 ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ჩატარდა 35 082 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 608, PCR ტესტით - 14 474.