
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
24/01/2022 06:47:07 საზოგადოება
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ორ რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა,
- აჭარა – 1 352,
- იმერეთი – 857,
- ქვემო ქართლი – 282,
- შიდა ქართლი – 266,
- გურია – 100,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215,
- კახეთი – 180,
- მცხეთა-მთიანეთი – 98,
- სამცხე-ჯავახეთი – 93,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – რვა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 77 049 საიდანაც:
- 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 949, აჭარაში – 651, იმერეთში – 896.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 987 პირი, მათ შორის, თბილისში – 385, აჭარაში – 137, იმერეთში – 258.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, მათგან თბილისში – 139, აჭარაში – 55, იმერეთში – 27.
- 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 – თბილისში, 658 – აჭარაში.
- 70 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 30, ხოლო აჭარაში – ოთხი.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.