
თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
22/01/2022 07:01:06 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 63 875 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 686, „პისიარ“ ტესტით – 25 189.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 17,28%, ბოლო 14 დღის – 11,98%, ბოლო შვიდი დღის – 14,32%.
- გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 6 027 შემთხვევა,
- აჭარაში – 1 167,
- იმერეთში – 1 323,
- ქვემო ქართლში – 512,
- შიდა ქართლში – 475,
- გურიაში – 218,
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 500,
- კახეთში – 366,
- მცხეთა-მთიანეთში – 203,
- სამცხე-ჯავახეთში – 208,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 70 423 საიდანაც:
4 462 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 938, აჭარაში – 610, იმერეთში – 821.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 989 პირი, მათ შორის, თბილისში – 422, აჭარაში – 123, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.
1 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 109 – თბილისში, 626 – აჭარაში.
64 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – ექვსი.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.