Accentnews.ge
საქართველოში კვლავ 8 000–ს აჭარბებს კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი

საქართველოში კვლავ 8 000–ს აჭარბებს კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი

21/01/2022 06:44:50 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 386 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 725, „პისიარ“ ტესტით – 20 661.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,55 %, ბოლო 14 დღის – 11,39 %, ბოლო შვიდი დღის – 12,76%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 030 710 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 951 428 გამოჯანმრთელდა, 14 631 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 643 528 აცრა, დღიურად აცრილია 7 059.

კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 342 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 895 პირი.

გუშინ, 20 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 043 პაციენტი, 27 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S