ბაიდენმა საკუთარი საკამათო განცახდება დააზუსტა
20/01/2022 20:13:00 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა შეჭრად შეფასდება და ასეთი შეჭრას "მკაცრი და კოორდინირებული პასუხით" შეხვდებიან. ამ განცხადებით ბაიდენმა ერთგვარად განმარტა მისი წინა კომენტარი, რომელიც საკამათო გახდა.
"პრეზიდენტ პუტინთან სრულად ცხადად ვუთხარი. თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება", - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინი ამას გადაწყვეტს "რუსეთი ძვირ ფასს გადაიხდის".
უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე, ბაიდენმა 19 იანვარს პრესკონფერენციაზე ივარაუდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შევა, მაგრამ ეს არ იქნება "სრულფასოვანი" ომი.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინა-რუსეთის კონტექსტში ასევე თქვა სიტყვები: "მცირე შეჭრა" და თქვა, რომ ამ შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.
პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის მუქარას ეხებოდა, ბაიდენმა უპასუხა: "ჩემი აზრით, პუტინი უკრაინაში შევა, მან რამე უნდა გააკეთოს":
"მცირე შეჭრა" ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება".
მალევე თეთრმა სახლმა განმარტა, რა იგულისხმა ჯო ბაიდენმა "მცირე შეჭრაში":
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს: თუ რომელიმე რუსი ჯარისკაცი უკრანის საზღვარს გადაკვეთს, ეს იქნება შეჭრის განახლება და მას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან".
ბაიდენოს ფორმულირებას გამოეხმაურა უკრინის პრეზიდენტიც.


