Accentnews.ge
NCDC: „საქართველოში „ომიკრონი“ დომინანტი გახდა“

NCDC: „საქართველოში „ომიკრონი“ დომინანტი გახდა“

20/01/2022 12:53:11 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მონაცემებით, სადღეისოდ საქართველოში კორონავირუსის უფრო გადამდები შტამი – „ომიკრონი“ დომუნანტურია.

„ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. სხვადასხვა მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის „ომიკრონზე“. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% გახლავთ, ხოლო რეგიონში – 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, ის უკვე დომინანტია, შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ცირკულირებს სხვა შტამებიც“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი მკვეთრად იზრდება და 6 000–ს აჭარბებს, რიგებია ტესტირების პუნქტებთან, გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვიანობაც.

სპეციალისტების მიერ მთავარ თავდაცვით საშუალებად სახელდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ"– დოზა და პირბადის ტარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S