Accentnews.ge
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

20/01/2022 07:02:02 საზოგადოება

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ოთხ რეგიონზე მოდის. კერძოდ:

  • თბილისში დადასტურებულია 3 742 შემთხვევა,
  • აჭარაში – 903,
  • იმერეთში – 510,
  • ქვემო ქართლში – 196,
  • შიდა ქართლში – 238,
  • გურიაში – 92,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში – 211,
  • კახეთში -187,
  • მცხეთა-მთიანეთში – 130,
  • სამცხე-ჯავახეთში – 134,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -8.

ოფიციალური მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 61 080 საიდანაც, 4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 912, აჭარაში – 612, იმერეთში – 809.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 010 პირი, მათ შორის, თბილისში – 427, აჭარაში – 133, იმერეთში – 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 48, იმერეთში – 21.

1 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 006 – თბილისში, 554- აჭარაში. 54 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 6.

სულ, 2020 წლის 6 ოქტომბრიდან 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 25 299 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S