Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია

20/01/2022 06:40:53 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 6 351 შემთხვევა. შესაბამისად, ორდღიანი ანტირეკორდის შემდეგ ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ შედარებით იკლო, თუმცა გასულ დღეებთან შედარებით ნაკლები ტესტი ჩატარდა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 896, PCR ტესტით - 19 410

გასულ დღე–ღამეში გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი. ჯამში ვირუსმა ქვეყანაში 14 582 ადამიანი იმსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 043 პირი.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 16,58%, ბოლო 14 დღის - 10,9%, ბოლო 7 დღის - 11,73%

სულ აცრილია 2 635 602 ადამიანი, დღიურად აცრილია - 2 656.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S