ამერიკელი სენატორი: „სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა „მწვანე შუქი“ აუნთო ვლადიმირ პუტინს“
20/01/2022 06:32:24 მსოფლიო
ამერიკელი სენატორი თომ თილისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის პრესკონფერენციას უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ რუსეთის მიერ შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ბაიდენმა პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო.
„სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შესაჭრელად, სანამ ეს არის „მცირე შეჭრა“, დაშოშმინების პოლიტიკა ყოველთვის წარუმატებელია“,- წერს სენატორი „ტვიტერში“.
როგორც ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადამსჯელო ზომები რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.


