
შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ–პასპორტები აღიარა
19/01/2022 15:49:53 საზოგადოება
შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა,– იუწყება საქართველოში შვეიცარიის საელჩო.
შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო შედის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა კოვიდსერტიფიკატებს შვეიცარია აღიარებს.
ამასთან, უწყება მოგზაურებს აფრთხილებს, რომ შვეიცარიაში ჩასვლისას, კოვიდპასპორტთან ერთად, სავალდებულოდ რჩება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.