Accentnews.ge
ქაცარავა: “ნახევარ სასაფლაოს ართმევენ კირბალელებს"

ქაცარავა: “ნახევარ სასაფლაოს ართმევენ კირბალელებს"

19/01/2022 14:15:28 საზოგადოება

„ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი სამხედროები სოფელ კირბალში გამოჩნდნენ. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ადგილზე უკანონო ბორდერიზაციის ახალ ფაქტებს.

“ნახევარ სასაფლაოს ართმევენ კირბალელებს. ჩვენ მალე ვიქნებით იქ. საოკუპაციო რეჟიმი ახალი გეგმის მიხედვით მოქმედებს. ჩვენი ხელისუფლება როგორ მოქმედებს?” — წერს ქაცარავა “ფეისბუკზე” და აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც პირთა გადაადგილებას ასახავს.

იგივეს ჰყვებიან ადგილობრივებიც.

“თანდათან მოდიან და მოდიან. სასაფლაოები, ნახევარზე მეტი სულ იქით მოყვა”, – ამბობს ადგილობრივი. უთხრა ტელეკომპანიას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S