Accentnews.ge
გერმანიის საგარეო უწყება: „სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ არ ვაღიარებთ“

გერმანიის საგარეო უწყება: „სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ არ ვაღიარებთ“

26/08/2019 19:10:24 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

გერმანია საქართველოს „სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ არ აღიარებს“. 

ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გერმანიის ფედრალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდში რაც შეეხება მის სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენ არ ვაღიარებთ „საპრეზიდენტო არჩევნების“ არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში გაიმართა. ჩვენ ამ „არჩევნებს“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის: 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო არჩევნებზე ბუნდესტაგის ერთი დეპუტატი და ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს სამი წევრი დამკვირვებლებად იყვნენ წარმოდგენილები.

თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანდინიდის განცხადებით, დე ფაქტო არჩევნებზე  ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს ორი დეპუტატი  "კერძო სტატუსით" იმყოფებოდა.  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S