Accentnews.ge
CSTO: "სამშვიდობო ოპერაცია დასრულებულია, ყაზახეთი დატოვა ორგანიზაციის ყველა სამხედრომ"

CSTO: "სამშვიდობო ოპერაცია დასრულებულია, ყაზახეთი დატოვა ორგანიზაციის ყველა სამხედრომ"

19/01/2022 11:06:13 მსოფლიო

კოლექტიური უასაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამხედროებმა დაასრულეს გასვლა ყაზახეთიდან, სადაც მათ იანვრის დასაწყისში ქვეყნის მთავრობამ მოუხმო სისხლიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ალმათიში.

ყაზახეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი ბოროდავკინმა და ყაზახეთში CSTO-ის მისიის ხელმძღვანელმა, გენერალმა ანდრეი სერდიუკოვმა 19 იანვარს განაცხადეს, რომ "სამშვიდობო ოპერაცია" დასრულებულია და ყაზახეთი დატოვა ორგანიზაციის ყველა სამხედრომ.

ყაზახეთში გაგზავნილი იყო რუსი, სომეხი, ყირგიზი და ტაჯიკი სამხედროებისგან შემდგარი დანაყოფი, მას მერე, რაც საწვავის ფასების ზრდით გამოწვეული, მცირემასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები გადაიზარდა მასობრივ და ძალადობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S