Accentnews.ge
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივაზე ღარიბაშვილს სამებაში ესაუბრა

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივაზე ღარიბაშვილს სამებაში ესაუბრა

19/01/2022 11:00:42 საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა სამების საკათედრო ტაძარში გაუზიარა, სადაც ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღევლინა,– იუწყება „ტვ პირველი“ თავად მეუფე ნიკოლოზზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, კომუნიკაცია საკურთხეველში შედგა.

მეუფე ნიკოლოზს პრემიერის პოზიციაზე არ უსაუბრია, თავად კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილი ეპარქიაში გადაიყვანონ და იქ გაგრძელდეს მისი შინაპატიმრობა.

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საკუთარი ინიციატივა თავდაპირველად "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში გააჟღერა, შემდეგ იგივე გაიმეორა სხვა მედიასაშუალებებთან და განაცხადა, რომ იცნობს მესამე პრეზიდენტის პოზიციას და რომ ის წინააღმდეგი არ იქნება:

„სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრი იყო, რომ მოსახერხებელი იქნება, არ იყოს ის თავის სახლში, ანუ სადაც აქ ცხოვრობს თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია. თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილსაც შეარჩევენ, მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის“.

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იმ სასულიერო პირებს შორის არის, რომელთაც სააკაშვილი ციხეში მოინახულეს.

მან 13 ოქტომბერს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ "საყოველთაო შერიგების" აუცილებლობაზე ისაუბრა და სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S