უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ შექმნილი კრიზისის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში ჩავიდა
19/01/2022 08:13:33 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა, სადაც, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება, რათა „კვლავ დაადასტუროს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა“, შემდეგ კი ის გაემგზავრება ბერლინში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან.
როგორც განიმარტა, ვიზიტი იქნება გაგრძელება აშშ-ის ძალისხმევისა, დაარწმუნოს რუსეთი, რომ უარი თქვას უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციაზე და დიპლომატური გზა აირჩიოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომლების დროსაც განიხილავენ „ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად,“ მათ შორის „მოკავშირეთა მზადყოფნას, რუსეთს სერიოზული შედეგებითა და მკაცრი ეკონომიკური საფასურით აზღვევინონ.“
უკრაინაში ვიზიტამდე ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება, საუბარი ეხებოდა ევროპაში უსაფრთხოების თაობაზე მოლაპარაკებებს, რომლებიც გასულ კვირაში შედგა.
რელიზის მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობა დაძაბულობის დეესკალაციისთვის:
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაძაბულობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრასთან, ღრმა შეშფოთებას იწვევს.
ბლინკენმა ასევე დაადასტურა აშშ-ის „მტკიცე ერთგულება“ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
პარასკევს ბლინკენს ჟენევაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.


