Accentnews.ge
მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს, სააკაშვილი შინაპატიმრობაში, მის ეპარქიაში გადაიყვანონ

მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს, სააკაშვილი შინაპატიმრობაში, მის ეპარქიაში გადაიყვანონ

19/01/2022 08:00:13 საზოგადოება

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.

"კიდევ ერთი განცხადება მინდა, გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე მაგალითად, პირადადაც თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს. მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის ვთქვათ, შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი სიმკაცრით. ბუნებრივად არის დაცული ჩემი ეპარქია, თუმცა ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვა და ყველაფერი", - თქვა მიტროპოლიტმა "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში.

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იმ სასულიერო პირებს შორის არის, რომელთაც სააკაშვილი ციხეში მოინახულეს.

მან 13 ოქტომბერს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ "საყოველთაო შერიგების" აუცილებლობაზე ისაუბრა და სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S