რუსეთის უმსხვილესი კომპანიების აქციების ფასი ეცემა
18/01/2022 20:00:24 მსოფლიო
რუსეთის საფონდო ბაზარზე 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა აღინიშნება.
კერძოდ,18 იანვარს მოსკოვის ბირჟის ინდექსი ვაჭრობის დასრულებისას 6,5%-ით დაეცა. RTS-ის ინდექსი, რომელიც რუსეთის საფონდო ბაზრის მთავარი ინდიკატორია, 7,29%-ით დაეცა.
რუსეთის უმსხვილესი კომპანიების – „გაზპრომის“, „სბერისა“ და „იანდექსის“ აქციები ასევე დაეცა საშუალოდ 10%-ით.
ანალიტიკოსები აქციების გაიაფებას გეოპოლიტიკური დაძაბულობას უკავშირებენ. დასავლეთს რუსეთის უკრაინაში შეჭრის მოლოდინი აქვს ამ უკანასკნელის საზღვართან რუსული სამხედრო ძალის თავმოყრის ფონზე და კრემლს აფრთხილებს, რომ მსგავს ქმედებას მაღალი ფასი ექნება.


