Accentnews.ge
ფაუჩი განმარტავს, რა შემთხვევაში გახდება "ომიკრონი" კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა

ფაუჩი განმარტავს, რა შემთხვევაში გახდება "ომიკრონი" კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა

18/01/2022 08:16:50 მსოფლიო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.

„ვიმედოვნებ, რომ ეს საბოლოო ტალღა იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ არ მივიღებთ სხვა ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს დააღწევს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვირუსის გავრცელების კონტროლის მცდელობებს აფერხებს:

”ჩვენ გვაქვს ასეთი წინააღმდეგობა რეგულარული, ნორმალური, ადვილად გასაგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიმართ, როგორიცაა პირბადეების გამოყენება, ვაქცინაციის ხელშეწყობა“.

ცნობისთვის: აშშ-ში "ომიკრონმა" მისი წინამორბედი – "დელტა" ფაქტბრივად, სრულად ჩაანაცვლა. კერძოდ, ინფიცირებულთა 94%–ზე მეტი სწორედ რომ კორონავირუსის ახალ, უფრო გადამდებ შტამზე მოდის, შესაბამისად, მაღალია ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S