
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიურმა ნამატმა ახალ პიკს მიაღწია
18/01/2022 06:38:05 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში ვირუსმა ქვეყანაში14 512 ადამიანი იმსხვერპლა.
ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 7 521 პირს დაუდასტურდა, რაც ანტირეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 38 892, PCR ტესტით - 17 475.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10%, ბოლო 7 დღის - 10,26%.
სულ აცრილია - 2 622 459, დღიურად აცრილია - 9 290.
17 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 656 შემთხვევა გამოვლინდა, 3 066 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.