ასობით დანგრეული სახლი და მსხვერპლი – ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
17/01/2022 20:03:20 მსოფლიო
ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მიწისძვრას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი,– იუწყება „როიტერი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
მიწისძვრის სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი თურქმენეთის საზღვართან მდებარე ბადღისის პროვინციაში, 30 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
პროვინციის ადმინისტრაციის ცნობით, გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და ბავშვები. არიან დაშავებულებიც. არსებული ცნობებით, დაზიანებულია 700-ზე მეტი სახლი.


