ლუკაშენკო მათ შორის უკრაინის საზღვრებთან რუსეთ–ბელარუსის ერთობლივ სამხედრო მანევრებს აანონსებს
17/01/2022 20:43:53 მსოფლიო
ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის საზღვართან და ნატო–ს აღმოსავლელი წევრების სიახლოვეს თებერვალში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო მანევრებს აანონსებს.
როგორც ლუკაშენკომ 17 იანვარს, ბელარუსის სამხედრო ოფიცრებთან შეხვედრისას განაცხადა, წვრთნების თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა. თუმცა მოგვიანებით ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა მედიას უთხრა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა და აღჭურვილობამ უკვე დაიწყეს ჩასვლა ბელარუსში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარშემო დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია.რუსეთმა ათი ათასობით სამხედრო განათავსა უკრაინის საზღვართან, და კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ ეს, შესაძლოა, იყოს მზადება პოტენციური შეჭრისთვის - რასაც მოსკოვი უარყოფს.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებს თავისი მოკავშირის – ლუკაშენკოს მხარდაჭერას დასავლეთთან შექმნილ უთანხმოებაში. დაძაბულობას იწვევს ბელარუსში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები, რომლითაც ლუკაშენკო მეექვსე ვადით დარჩა პრეზიდენტად.


