Accentnews.ge
გვარამია „მთავარ არხში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ იუწყება

გვარამია „მთავარ არხში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ იუწყება

17/01/2022 20:01:25 საზოგადოება

„მთავარი არხის" დამფუძნებლის და გენდირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია გახდა.

როგორც გვარამია „ფეისბუქში" პირად გვერდზე წერს, „პოსტ ფაქტუმს" ამიერიდან გიორგი გაბუნიას ნაცვლად მიხეილ სესიაშვილი წაიყვანს:

„გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა გიორგი გაბუნია

პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც.

შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს თამარ ბაღაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, დაიხურა "დებატები თამარ ბაღაშვილთან".

შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტ ფაქტუმის შემდეგ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S