Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა

17/01/2022 16:36:57 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სამინისტროს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

"პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ადამიანებს დაუყოვნებლივ მიეწოდოთ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები, სადაც მათ სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე და შემდეგ, ასევე ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ გრძელვადიანი ადეკვატური საცხოვრებელი ფართით. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანების წინაშე სახელმწიფოს აქვს ვალდებულება და ვალი ისე, როგორც არავისთან სხვასთან", - განაცხადა "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S